ტარიელ ხეჩიკაშვილი: ხალხნო, მოდით სტადიონზე და ამ ბიჭებს უქომაგეთ!

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის თანატოლთა გუნდები ჰყავს. გიორგი დევდარიანის ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს ესპანელებთან გამართავს - მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00 სთ-ზე, სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიელი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ დღეს "მიხეილ მესხზე" მოვიდნენ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ მხურვალედ უქომაგონ.

"ვარჯიშზე ბიჭების გასამხნევებლად მივედი. ეს ისეთი მძიმე ჯგუფია, მისი ნებისმიერი მონაწილე ფინალურ ეტაპსაც დაამშვენებდა.

მაგრამ მე ნამდვილად მჯერა ჩვენი ფეხბურთელების - ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. იმავეს ვიტყვი ჩვენი გუნდის მწვრთნელებზეც. ეს ხალხი წლებია წარმატებით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ისინი ქართული ფეხბურთის ღირსეულად წარმოჩენას შეძლებენ.

ეს მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის - მათ უნდა ირწმუნონ, რომ ღირსეული თამაში ევროპული გრანდების წინააღმდეგაც შესაძლებელია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს ვთხოვო - მოვიდნენ სტადიონზე და საქართველოს ნაკრებს მხარი დაუჭირონ. შესაძლოა, ამ ასაკის ფეხბურთელებისთვის მათი მხარდაჭერა გადამწყვეტიც იყოს. ვარჯიშზე ჩემი მოსვლაც სწორედ ამას ემსახურებოდა", - ამბობს მინისტრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამიკეთეთ უფასო შვებულება ან ბიულეტენი და მოვალ:) ვერ არის ეს ხალხი ცოტა. ჯერ ამ სიცხეში რას კლავენ ამ ბიჭებს, დაიწყონ 8 ზე და უფრო კარგი თამაში გამოვა, ამ პაპანაქებაში რა უნდა ითამაშონ....
0
საღამოს არ ატარებენ თამაშებს ბევრი დენი იწვება:D
levani
14:03 29-05-2015
0

სიახლეები პოპულარული