"ვინ იქნება კონტეს "ნაპოლის" მთავარი ფეხბურთელი? ჩემს პასუხზე შეიძლება გაგეცინოთ..." - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
მომდევნო სეზონში ფრანჩესკო კალცონა "ნაპოლის" აღარ გაწვრთნის. იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებს და კინოპროდიუსერს ყველაზე მეტად ამ იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა სურს.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ Tele A-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კონტე "ნაპოლის" გაწვრთნას დათანხმდება, გუნდის საკვანძო ფეხბურთელი იესპერ ლინდსტრომი გახდება.

"დე ლაურენტისს მოლაპარაკებების წარმართვის შესანიშნავი უნარები აქვს. თუ მასთან ერთად ისადილებთ, უბრალოდ ხმას ვერ ამოიღებთ, რადგან მისი მეტყველებით მოხიბლული დარჩებით.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დე ლაურენტისი კონტეს გადაბირებას
ცდილობს და ჩემი ინფორმაციით, ანტონიოს ამ შეთავაზებაზე უარი არ განუცხადებია. პირიქით - კონტე ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობს.

ვინ იქნება კონტეს "ნაპოლის" მთავარი ფეხბურთელი? ჩემს პასუხზე შეიძლება გაგეცინოთ, რადგან მიმდინარე სეზონში ამ მოთამაშეს დიდი დრო არ ეძლევა. ჩემი პასუხია ლინდსტრომი, "აინტრახტის" ყოფილი ფეხბურთელი კონტეს ტაქტიკაში თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს", - განაცხადა აურიემამ.

შეგახსენებთ, ლინდსტრომი "ნაპოლის" გასულ ზაფხულს, "აინტრახტიდან" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 24 წლის დანიელმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 20 მატჩში მიიღო, თუმცა შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

alt"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი

alt"კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობასაც შეუდგა" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ღრმად განცდილი სტრატეგიული ჩანაფიქრია, შედეგი ჩვენც გაგვაგებინეთ.
ბესო
09:51 20-04-2024
0
ნამდვილად გამეცინა
ვანჩოპე
02:01 20-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული