"ნაპოლი" ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ჟირონას" 26 წლის თავდამსხმელ არტიომ დოვბიკის ხელში ჩაგდებას რამდენიმე ევროპული კლუბი ცდილობს, რომელთა შორის ყველაზე მეტად "ნაპოლი" და "ჩელსი" აქტიურობენ.

"ნაპოლის" თავდამსხმელის დამატება ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად სჭირდება, თუმცა, გამოცემის მტკიცებით, "ჟირონა" უკრაინელი ფორვარდის გაყიდვას არ გეგმავს.

ევროპული კლუბები აგრეთვე "ჟირონას სხვა ფეხბურთელების - იან კოუტუს, სავიოს, მიგელ გუტიერესის, ალეიშ გარსიას, არნაუ მარტინესის და ივან მარტინის სამსახურით არიან დაინტერესებული.

დოვბიკმა ამ სეზონში ლა ლიგის 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა (5 პენალტით) და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. არტიომი პრიმერას
საუკეთესო ბომბარდირია, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 30 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიტი არსენალი ან ლივერპული
bidzia
08:54 01-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული