"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

AutoSharing Option
"იუთუბზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი თბილისის "დინამოს" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა "გენკში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"როდესაც გენკში" გადავედი და ბელგიაში ჩავედი, მასაჟისტი, რომელიც გუნდში 30 წელი მუშაობდა, უკვე 80 წლის იყო... წარმოიდგინეთ, ამ გუნდში როგორ ფეხბურთელებს ჰქონდათ ნათამაშები... ეს კაცი მეუბნებოდა, შენნაირი ფეხბურთელი, დედას ვფიცავარ, გუნდში არ გვყოლიაო. მე კიდევ ისეთი რაღაცები გავაკეთე... ჩემი გუნდელები ახლა ზოგი "ლესტერში" თამაშობს, ზოგი "ლაციოში", "ჩელსიში", "არსენალში".

მაგალითად ლეანდრო ტროსარდი, მე რომ "გენკში" მივედი, გუნდიდან გაუშვეს იჯარით, ჩემს ადგილას თამაშობდა, მე რომ წამოვედი
გუნდიდან, დააბრუნეს და ახლა "არსენალში" თამაშობს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბელგიური კლუბის ღირსებას 2014/2016 წლებში იცავდა.

alt"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

მკითხველის კომენტარები / 55 /
ოქრი მინდა ბარსაში..მაგას ვენაცვალე
ბაბაიაგა
22:39 21-04-2024
1
"ჯუარს აცვით ეგე!"სწორედ ეს იყო,ბრბოს რეაქცია,როცა მათი ასარჩევი გახდა,ვინ შეეწყალებინათ,იესო ქრისტე,თუ ავაზაკები.ჯვარზე გასაკვრელად,იესო ქრისტე აირჩიეს!დღEსაც ავაზაკების გათავისუფლებას მოითხოვენ და ქართველ ფეხბურთელებს,თუნდაც შემცდარებს,ჯვარზე აკრავენ.ბრბო იმიტომ არის ბრბო,რომ საღად აზროვნებას არც ცდილობს და მხოლოდ ბრმა აგრესია მართავს.მთავარია,ადამიანი ბრბოდ აქციო და მერე,რასაც გინდა გააკეთებინებ.ხალხის ბრბოდ გადაქცევის ტექნოლოგიაზე,მთელი მეცნიერებაა შექმნილი და დიდი წარმატებებიც აქვთ მიღწეული.ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში,გერმანელმა ფაშისტებმა შესძლეს იმ დროისათვის ყველაზე უფრო განათლებული და ორგანიზებული გერმანელი ერის აყოლიება და ბრბოდ გადაქცევა.ჰიტლერმა გამოაცხადა,"მე თქვენ გათავისუფლებთ ისეთი ქიმერიაგან,როგორიცაა სინდისი!".მაშინ სიტყვასაც ფასი ჰქონდა და პატიოსნებასაც,მაგრამ რამდენიმე წელიწადში,ფაშისტურმა რეჟიმმა,იოზეფ გებელსის დიდი ტყუილოს თეორიის გამოყენებით,გერმანია ბრბოდ გადააქცია,საღად მოაზროვნე ადამოიანები,საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყარა,ან ფიზიკურად გაანადგურა,ებრაელები,დამნაშავე ერად გამოაცხადა და ტოტალურად მათი განადგურება დაიწყო,მერე კი,მსოფლიოს ომი გააჩაღა.მაშინ აგიტაცია,მხოლოდ მიტინგზე,რადიოთი და გაზეთებით შეიძლებოდა.დღეს კი.,მას ტელევიზია და ინტერნეტიც დაემატა,მორალური საყრდენიც საფუძვლიანად მოარყიეს და ამორალურობა,საზოგადოების მთავარ მამოძრავებლად გადაქციეს.ამ ორომტრიალში ჩართული ადამიანი,თვითონ ვერც ხვდება,ისე იქცევა ბრბოს ნაწილად.რომ დაინახო,განზე უნდა გადგე და გვერდიდან შეხედო,მაგრამ ამასაც საკმარისი ცოდნა სჭირდება და ხშირად,ვერც ეს გიცავს,გავლენისაგან.ვისაც ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" აქვს წაკითხული,აბელა სეთურის და ასინეთას ამბავი რომ არის მოთხრობილი,სწორედ მანდ აღწერს,ადამიანების ბრბოდ გადაქცევას,ავტორი.ხოლო მიხეილ ჯავახიშვილი,თავის "ქალის ტვირთში" იმას,როგორ უნდა მიხვდე,რა ხდება.ეს ის ეპიზოდია,როდესაც მეფის პოლიცია და მათი სატრაპები,მომიტინგე ხალხს,ერთი ადგილისკენ მიერეკებიან,სადაც მათი დახვრეტა უნდა მოხდეს.პროფესიონალი რევოლუციონერი,ზურაბი კი,გარკვეულია ამ საკითხებში და მიხვდება,რომ მივხვდეთ რა ხდება,განზე უნდა გავდგეთო.ბევრ თქვენგანს ალბათ ნანახი აქვს,სერიალი "დათა თუთაშხია",მაგრამ წიგნში,ბევრი რამე,კიდევ სხვაინაირად არის აღწერილი და ძალიან ბევრ რამეს მიგახვედრებთ,რა და როგორ ხდება,ჩვენს დღევანდელობაში.მთავარია წაიკითხოთ და დაფიქრდეთ,რას გასწავლით,წიგნი.მიხეილ ჯავახიშვილი,კომუნისტებმა წამებით სწორედ მწარე სიმართლის ქადაგებისათვის მოკლეს წამებით,ჭაბუა ამირეჯიბმა კი,20 წელზე მეტი გაატარა პატიმრობაშა და გადასახლებებში."წერა და საქსაფონი არ ვიცი,მე!"ამბობს ჭაბუა ამირეჯიბის "გორა მბორგალის",ერთი მოქმედი პირი.ჰო და წერა და საქსაფონი რომ არ იცის,მაგრამ ყველა სისაძაგლეს გააკეთებინებს,თქვენი ასეთ ადამიანებად გადაქცევას ცდილობენ ისე,რომ თქვენ ამას ვერც ხვდებით.წიგნია,ერთადერთი ძალა,რომელიც ამ ყველაფერში გარკვევის ბსაშუალებას მოგცემთ.რადიო,ტელევიზია,ინტერნეტი...ეს ყველაფერი,მხოლოდ პროპაგანდის,თქვენზე ზემოპქმედების და მართვის იარაღია,რომელიც უამრავი ინფორმაციის ნაკადით,სიტუაციის საღად ანალიზის საშუალებას არ გაძლევენ.ვწერ ამას და არ მაქვს დიდი იმედი,რომ ვინმე ამას რომ წაიკითხავს,მართლაც დაფიქრდება ამაზე,მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა და მაინც ვამბობ.
სოსო
10:24 21-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული