U19. საქართველო VS ესპანეთი - ვიწყებთ ელიტრაუნდს

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის თანატოლთა გუნდები ჰყავს.

გიორგი დევდარიანის ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს ესპანელებთან გამართავს - მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00 სთ-ზე, სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიელი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების მატჩებს "I არხი" პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება.

ჩვენი ჯგუფი 19-წლამდელთა ელიტრაუნდში ბოლოა,
სადაც გამარჯვებული ჯერ კიდევ გამოსავლენია. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს გერმანიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, უკრაინამ და მასპინძელმა საბერძნეთმა.

U19. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. კალენდარი
29 მაისი
14:00 პორტუგალია-თურქეთი (მ. მესხი, სათ)
17:00 ესპანეთი-საქართველო (მ. მესხი) LIVE, I არხი


31 მაისი
14:00 ესპანეთი-თურქეთი (მ. მესხი, სათ)
17:00 საქართველო-პორტუგალია (მ. მესხი) LIVE, I არხი


3 ივნისი
17:00 პორტუგალია-ესპანეთი (მ. მესხი, სათ)
17:00 თურქეთი-საქართველო (მ. მესხი) LIVE, I არხი
.

* * *
28 მაისს, "მიხეილ მესხზე" მინი-ტურნირის ოთხივე მონაწილე გუნდის - საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართა.


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში "მიხეილ მესხზე" ჩაატარა. მედიისთვის მხოლოდ საწყისი 15 წუთი იყო გახსნილი. მოგვიანებით, ამავე სტადიონზე ივარჯიშა ესპანეთის ნაკრებმაც.

19-წლამდელთა რიგებში ივარჯიშა "საბურთალოს" მეკარე ბექა ქურდაძემ და 28 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გადაინაცვლა. 21-წლამდელებში ის სან მარინოსთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოემზადება.

საინტერესო ფაქტები
პორტუგალია ამ ჯგუფში ერთადერთია, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგო; ესპანეთს ამის შანსი არც ჰქონია, რადგან ელიტრაუნდში თამაშის უფლება პირდაპირი წესით მიიღო.

საინტერესოა ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვენი ჯგუფის კიდევ ორ გუნდს უთამაშია. პორტუგალიის ტიტულებზე უკვე მოგახსენეთ, ეს გუნდი გასული გათამაშების ფინალშიც გავიდა და გერმანიასთან დამარცხადა.

ადრე ფინალური ეტაპი თურქ 19-წლამდელებსაც აქვთ დაგემოვნებული.

საქართველო
საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მხოლოდ ერთგზის მონაწილეა - ეს გუნდმა 2013 წელს, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით შეძლო. აღსანიშნავია, რომ I ჯგუფში ყველაზე მეტი, 4-4 ლეგიონერი საქართველოსა და თურქეთს ჰყავთ.

მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);
მცველები: აკაკი შულაია (მერანი), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გია ჩაბრაძე (ყველა - საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), გიორგი თევზაძე (სამტრედია), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი თბ);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ორივე - საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ბერიძე (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), მათე კვირკვია (ზესტაფონი), ილია კერძევაძე (სამტრედია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ ცოტნე ნადარაია, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი ხორხელი (ყველა - საბურთალო), ბექა ჭკუასელი (დინამო ბთ), გიორგი არაბიძე (ლოკომოტივი თბ), ზაურ გოგუაძე (ტორპედო), ხოლო გიორგი კილასონია (მეტალურგი) ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა და ადრევე ცნობილი იყო, რომ გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

თურქეთი
მეკარეები: ვეისელ საპანი (ბეშიქთაში), უგუნჩარ ჩაკირი (ტრაბზონი);
მცველები: ჩენგიზ უნდერი (ალტინორდუ), მეტე ჩელიკი (შტუტგარტი, გერმანია), ალი აიტემური (ინეგოლსფორი), ბურაკ ბექაროღლუ (საქარიასფორი), სეფა ნიჰათ იშჩი (ვარეგემი, ბელგია);
ნახევარმცველები: მელიჰ ოკულტანი, რამაზან ჩიველეკი (ორივე - ფენერბაჰჩე), ჩაგლარ სოუნჩუ (ალთინორდუ), მეჰმედ ფევზი ილდირიმი (ესქიშეჰირისფორი), ჰუსეინ ალთუგ თაში (ბაშაქშეჰირი), დოგან ერდოგანი (სამსუნსფორი), ბაკ კან სამოღლუ (დორტმუნდი, გერმანია);
თავდამსხმელები: ისმაილ კოშე (მანისასფორი), სავაშ პოლატი (ფენერბაჰჩე), ოგულჩან ჩაგლაიანი (ერჩიესი), დენსი ჰუმეტი (ტრუა, საფრანგეთი).
მწვრთნელი: ვედათ ინჯეფე

ესპანეთი
ესპანეთი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებულია. ელიტრაუნდში ის ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ლეგიონერი არ ჰყავს და ეს გასაკვირი არც არის. თუმცა, ის კი უცნაურია, რომ ლუის დე ლა ფუენტეს სიაში არც ერთი ფეხბურთელი არ არის "ბარსელონადან".

როგორც გვითხრეს, ამ გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და ნაკრებში ფეხბურთელები არ გაუშვეს.

მეკარეები: ანტონიო სივიერა (ვალენსია), უნაი სიმონი (ბილბაო);
მცველები: აარონ მარტინი (ესპანიოლი), ხოსე კარლოსი (ბეტისი), ხორხე მერე (ხიხონი), ბორხა (რასინგი), ანტონიო მარინი (ალმერია), ხესუს ვალეხო (სარაგოსა);
ნახევარმცველები: მარკო ასენსიო (მალიორკა), ვიქტორ პასტრანა (ალკორკონი), დანი სებალიოსი (ბეტისი), პაპე შეიხ დიოპი (სელტა), მიკელ მერინო (ოსასუნა), ფედე (რასინგი), ალფონსო პედრასა (ვილიარეალი);
თავდამსხმელები: ბორხა მაიორალი (რეალი), დავიდ კონჩა (რასინგი), ასიერ ვილალიბრე (ბილბაო).
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.

პორტუგალია
პორტუგალიამ ამ ასაკში ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. 18-კაციან შემადგენლობაში ედგარ ბორგეშმა მხოლოდ ორ ლეგიონერს უხმო: "მანჩესტერის" ახალგაზრდული გუნდის მეკარე ჟოელ პერეირასა და "მონაკოს" დუბლების ნახევარმცველ ჟილ დიასს.

მეკარეები: ჟოელ პერეირა (მანჩესტერი), ჟოაო კოშტა (პორტუ);
მცველები: ჟოაო სერანო, ბრუნო ვილსონი, ჟორჟე სილვა (ყველა - სპორტინგი), რუბენ დიასი, ჟოაო ლიმა (ორივე - ბენფიკა), ფერნანდო ფონსეკა, დიოგო ვერდასკა (ორივე - პორტუ), პაულუ ენრიკე (სანტა კლარა);
ნახევარმცველები: ჟილსონი, რენატო, პედრო როდრიგესი (სამივე - ბენფიკა), ანდრე ორტა (სეტუბალი), ჟილ დიასი (მონაკო);
თავდამსხმელები: ალეშანდრე სილვა (გიმარაეში), ფლავიო (ბენფიკა), რუბენ მაჩედუ (პორტუ), დალსიო გომეში (ბელენენსეში), ჟოტა (პაკუშ ფერეირა).
მწვრთნელი: ედგარ ბორგეში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული