ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

AutoSharing Option
დღეს ნიონში, უეფას სათავო ოფისში, ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდელთა გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატების ელიტ რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.

ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ რაუნდში შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად თურქეთს, სერბეთს და დანიას შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფის გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი
გუნდი შეძლებენ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული