ჯუღელი დე ლაურენტისს ამ კონკრეტულ პირობას წაუყენებს - ცნობილია, რას ითხოვს კვარაცხელიას მხარე "ნაპოლის" პრეზიდენტისგან

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport უკვე წერდა, რომ მომდევნო კვირაში მამუკა ჯუღელი იტალიაში გაემგზავრება, სადაც "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.

დღეს კი იტალიური გამოცემა უკვე იმ დეტალებს აქვეყნებს, რა მოთხოვნებიც კვარაცხელიას აგენტს "პარტენოპეის" მესაკუთრესთან ექნება.

"ბარსელონა" კვარაცხელიაზე ზეწოლას აგრძელებს, ჯუღელს კი სურს გაიგოს, თუ რა არის იტალიური კლუბის განზრახვა. ის კონკრეტული წინადადებით შეხვდება დე ლაურენტისს და მოსთხოვს, რომ ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო გახდეს და ამას ბონუსებიც დაემატოს.

პრეზიდენტი კი მზადაა მხოლოდ 4,5 მილიონი გადაიხადოს და ისიც ბონუსების ჩათვლით. ამ
დროისთვის დე ლაურენტისის პოზიციის შერყევა ძალიან რთული იქნება, რადგან "ბარსელონას" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კატალონიელთა მხრიდან "პარტენოპეის" მოთხოვნილი თანხის გადახდა ძალიან რთული იქნება", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვისი სახელი ჰქვია,იმის აგენტი კი არ არის,ვის საქმეს აკეთებს,იმისი აგენტია.რა ვიცი,ვითომ ხვიჩას საქმეს აკეთებს?
სოსო
22:30 28-04-2024
1
ბიჭო ტიპები ღადაობენ ხალხზე სადაც ლაპარაკი მიდის მილიონებზე, დარწმუნებული ვარ აქ მწერლების 90%ს 1500 ლარი (არც კი) აქვთ ხელფასი და ნახევარზე მეტს სახლში ისევ ირანული გამათბობლები უყენიათ
Kosta
20:29 28-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული