კარიერაში მესამედ - ნიკოლა იოკიჩი NBA-ს სეზონის MVP გახდა

AutoSharing Option
2023/2024 წლების NBA-ს სეზონში MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა. "დენვერ ნაგეთსის" კალათბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა.

ნიკოლა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მე-9 კალათბურთელი გახდა, რომელმაც MVP-ის ტიტულის სამჯერ მოგება მოახერხა.

მიმდინარე სეზონში ნიკოლა იოკიჩი მატჩში საშუალოდ 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9.0 შედეგიან გადაცემას ასრულებს.

სერბი კალათბურთელის გუნდი კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "მინესოტა ტიმბერვულვზთან" სერიაში 0:2 მარცხდება. გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 11 მაისს, შაბათს გაიმართება.

altდიდებული ნიკოლა იოკიჩი - ბავშვობაში სიმსუქნის გამო ეხუმრებოდნენ, დრაფტის დროს ეძინა... დღეს საუკეთესო კალათბურთელია

altგოგა

ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altმსგავსს იშვიათად ნახავთ - ნიკოლა იოკიჩის დაუჯერებელი ტყორცნა და დამწუხრებული სტეფ კარი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული