გაირკვა, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც "უდინეზესთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

კვარაცხელიამ 3 მაისს, ვარჯიშზე, მარცხენა ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება მიიღო, გუშინ სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე დაიტვირთა, სათამაშოდ მზად არ არის და გუნდს უდინეში არ გაჰყვა.

"ნაპოლის" აგრეთვე პიოტრ ზელინსკი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებიან, რომელმაც მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ჟუან ჟეზუსმა და მატეო პოლიტანომ.

Areanapoli-ს ცნობით, "ნაპოლი" თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა,
კაიუსტე, ნგონჟი, პოლიტანო, ოსიმენი.

მატჩი "დაჩია არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩა ყოველთვის გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებს,მას განურჩევლად უყვარს ყველა ქართველი და საქართველო,სუფთა გულისაა და მოყვასის მოყვარულია,სხვანაირი ვერ იქნება ეკლესიური,მართლმადიდებელი ქრისტიანი,ვინც ხვიჩასკენ ხელს იშვერთ და ცუდად მოიხსენიებთ,ღმერთმა ყველას შეგინდოთ და გაპატიოთ ურჯულოებაი თქვენი.
საფიჩხიელი
19:25 06-05-2024
2
აბა იმას ხომ არ იტყოდა აღდგომას ბებიის საფლავზე გვინდა გასვლაო. დაანებეთ თავი, თვითონ იცის თავის საქმის.
პრაზდნიკებზე ყველა ისვენებს!
15:35 06-05-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული