"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ჩელსის" ლეგენდარულმა მცველმა ჯონ ტერიმ გაიხსენა, თუ რა პრობლემები შეექმნათ ფეხბურთელებს ვილაშ-ბოაშის დანიშვნის დასაწყისშივე.

"გუნდში ვილაშ-ბოაშის მოსვლის შემდეგ ჰონგ-კონგში მოსამზადებელ ტურში გავფრინდით. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბიზნესკლასით იმგზავრეს, ჩვენ კი - ეკონომით.

პორტუგალიელს სურდა, პირველივე დღიდან დაემტკიცებინა, რომ აქ მთავარი ის იყო და მისთვის სახელები და ავტორიტეტები არ არსებობდა.

იქიდან წამოსვლისას პრეტენზია გამოვთქვი და აღვნიშნე, რომ არსად არ გავფრინდებოდი, სანამ ახალგაზრდა ბიჭები არ
დაბრუნდებიან ეკონომკლასში, ხოლო გუნდის ლიდერები, რომლებმაც ეს კლუბი დღევანდელ სიმაღლეზე მიიყვანეს, ბიზნესკლასში არ დაბრუნდებიან.

მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მკითხა, რა პრეტენზია მქონდა. საბოლოოდ, ჩემს მიზანს მივაღწიე", - იხსენებს ტერი Youtub-ზე საიმონ ჯორდანთან საუბრის დროს. 

ვილაშ-ბოაში "ჩელსის" 2011/12 წლებში ავარჯიშებდა, მისმა შემცვლელმა რობერტო დი მატეომ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
Youtub რაღაც ახალი საიტია?
თემო
04:06 03-05-2024
0
ცუდი შედეგების გამო,ბოაში გაუშვეს გუნდიდან.მის ნაცვლად დროებით დანიშნულმა რობერტო დი მატეომ კი,ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
როცა ძალით ცდილობ,პოზიციების გამაგრებას,რქებიც მაგარი უნდა გქონდეს.აშკარაა,რომ ფეხბურთელებმა შეჭამეს ბოაში.უპატივცემულობა არ აპატიეს.
სოსო
17:29 30-04-2024
0

სიახლეები პოპულარული