"ლივერპული" სალაჰის შემცვლელს ეძებს - "მერსისაიდელებს" სამი კანდიდატი ჰყავთ

AutoSharing Option
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ზაფხულში ინგლისური გუნდი დატოვოს და საუდის არაბეთს მიაშუროს.

"მერსისაიდელებმა" ეგვიპტელის შემცვლელის ძიება აქედანვე დაიწყეს და სამი კანდიდატიც ჰყავთ. ესენი "ლევერკუზენის" წევრი ფლორიან ვირცი, "ბილბაოდან" ნიკო უილიამსი, ხოლო "ვულზვიდან" პედრო ნეტო არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულს" ყველაზე იაფი ნიკო უილიამსის შეძენა დაუჯდება, რომლის სატრანსფერო ღირებულებადაც 43 მილიონი ფუნტი სახელდება, თუმცა ფეხბურთელის შეძენა "ჩელსისაც" სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული