"კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელსაც "პარტენოპეის" ფორმა 62 შეხვედრაში მოურგია, განაცხადა, რომ კვარაცხელიას მარადონასთან, ხოლო ოსიმენის ვან ბასტენთან შედარება ნაჩქარევი იყო.

"სწორია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დადიან და თავიანთი საყვარელი "ნაპოლი" არ მიატოვეს. გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება ფანების მხარდაჭერა.

ვფიქრობ, მომავალში უნდა მოვერიდოთ ზოგიერთ მოთამაშეზე ძალიან მიჯაჭვულობას. სკუდეტოს მოგების შემდეგ ჩვენ ნაჩქარევად შევადარეთ კვარაცხელია მარადონას და ოსიმენი ვან ბასტენს... ბალანსი ყოველთვის საჭიროა", - თქვა ფლორო ფლორესმა OttoChannel-16-თან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 60 /
Ასი რუსული ოქრო იმას ვინც შენი კომენტარი თავიდან ბოლომდე წაიკითხა
Არა რუსულ ოქროს!!!
სოსოს-ს
12:11 26-04-2024
2
Დავით ძმაო ამათ რაც მეტს ეუბნები სექტა ხარო უფრო ღრმად ეფლობიან.საერთოდ ასეთ ხალხს არ უნდა შეეწინაღმდეგო,პირიქით დაუყვაო უნდა,უთხარი კი გენაცვალე,ხო გენაცვალე,მართალი ხარ. Თორე ესენი ცოტა ხანში აგრესიულებიც გახდებიან
დავითის
12:10 26-04-2024
3

სიახლეები პოპულარული