"ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა - "რეალი" ვადამდე გახდა ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონა“ გასვლაზე „ჟირონასთან“ 2:4 დამარცხდა.

ამ მატჩის შედეგიდან გამომდინარე „რეალი“ 36-ედ გახდა ჩემპიონი.

„ბარსა“ ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, „ჟირონა“ კი პირველად მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე.

„ჟირონა“ 74 ქულით მეორე ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდება. „ბარსელონა“ 73 ქულით მესამე პოზიციაზეა და 13 მაისს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

ჟირონა. „მონტილივი“. 14 090 მაყურებელი
ჟირონა - ბარსელონა 4:2
გოლები: 0:1 კრისტენსენი (3), 1:1 დოვბიკი (4), 1:2 ლევანდოვსკი (45+1, პენ), 2:2 პორტუ (65), 3:2 გუტიერესი (67), 4:2 პორტუ (74)

alt

"რეალმა" "კადისს" სძლია და დღეს შეიძლება ჩემპიონი გახდეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
დამარცხდა არ ქვია:)
ცულე
08:41 05-05-2024
0
ასე თუ გააგრძელეს ესპანეთის სუპერთასზეც ვერ გავლენ :დ ახალი ერა!
Dima
02:29 05-05-2024
0

სიახლეები პოპულარული