"რეალმა" "კადისს" სძლია და დღეს შეიძლება ჩემპიონი გახდეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 34-ე ტურში „რეალმა“ სახლში „კადისი“ 3:0 დაამარცხა და თუ დღეს „ბარსელონამ“ „ჟირონას“ ვერ სძლია, 4 ტურით ადრე გახდება ჩემპიონი.

ბრაიმ დიასმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ბელინგემმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მე-18 გოლი გაიტანა.

ტრავმით გამოწვეული 335-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა „სამეფო გუნდის“ მეკარე კურტუამ.

„რეალი“ 87 ქულით ლიდერია და 8 მაისს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევრფინალურ მატჩში „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 72 654 მაყურებელი
რეალი - კადისი 3:0
გოლები: 1:0 ბრაიმ დიასი (51), 2:0 ბელინგემი (68), 3:0
ხოსელუ (90+3)

alt"რეალი" ლუნინს გაწეულ სამუშაოს უფასებს - კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰალა მადრიდ!!! ვულოცავ ყველა მადრიდისტას
მამუკა
01:31 05-05-2024
0
გახდა 36-ედ!
ლაშა
23:21 04-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული