მატჩი 72-ე წუთიდან გაგრძელდა - "რომამ" "უდინეზეს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იცით, 14 აპრილს სერია A-ს 32-ე ტურის მატჩი "უდინეზესა" და "რომას" შორის 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, იმის გამო შეწყდა, რომ სტუმართა გუნდის მცველი ევან ნ'დიკა გაზონზე დაეცა, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავი უკეთ იგრძნო.

შეხვედრა დღეს განახლდა და "ჯალოროსის" კომპენსირებულ დროში გამარჯვება ბრაიან კრისტანტემ მოუპოვა.

"რომა" 58 ქულით მეხუთე ადგილზეა და 28 აპრილს "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლის" დაუპირისპირდება, ხოლო "უდინეზე" 28 ქულით მეჩვიდმეტე პოზიციაზე დარჩა და იმავე დღეს სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ "უდინეზეს" პირველად უხელმძღვანელა ფაბიო კანავარომ.
ის აქამდე არასოდეს არ ყოფილა არც ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

უდინე. "დაჩია არენა"
უდინეზე - რომა 1:2
გოლები: 1:0 პერეირა (23), 1:1 ლუკაკუ (64), 1:2 კრისტანტე (90+5)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული