მაგნუს კარლსენი თითქმის ჩემპიონია

AutoSharing Option
ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა მოიგო ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჩემპიონო მატჩის მეცხრე პარტია. სკანდინავიელისთვის ეს იყო მესამე გამარჯვება, რის შემდეგაც მატჩში ანგარიში გახდა 6:3 კარლსენის სასარგებლოდ.

მეცხრე პარტიაში ინდოელი ვიშვანათან ანანდი თეთრი ფიგურებით თამაშობდა, მაგრამ 28-ე სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა და შემდეგ სვლაზე დანებდა მეტოქეს.

ახლა, საბოლოო გამარჯვებისთვის კარლსენს ნახევარი ქულის აღება სჭირდება დარჩენილ სამ პარტიაში. ასე რომ, თუ 21 ნოემბერს ნორვეგიელი თეთრი ფიგურებით არ წააგებს მეათე პარტიას, ის მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდება.

43 წლის ანანდს საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნების შანსი
მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ზედიზედ სამჯერ დაამარცხებს 22 წლის კარლსენს. ამ შემთხვევაში, მატჩის ბედს ტაი-ბრეიკი გადაწყვეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაგნუს კარლსენი თითქმის მსოფლიოს ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული