მაგნუს კარსლენი თითქმის მსოფლიოს ჩემპიონია

AutoSharing Option
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელშიც ინდოელი ვიშვანათან ანანდი ჩემპიონობას იცავს ნორვეგიელი მაგნუს კარლენის წინააღმდეგ.

შაბათს, სკანდინავიელმა დიდოსტატმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჩემპიონის ტიტულისკენ. გაიმართა მეექვსე პარტია, რომელშიც შავი ფიგურებით კარლსენი თამაშობდა და მან ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია. ნორვეგიელმა 68-ე სვლაზე გაიმარჯვა და საჩემპიონო მატჩის ზუსტად ეკვატორზე 4:2 დაწინაურდა.

თუ მეხუთე პარტიაში 22 წლის კარლსენმა უმძიმეს ენდშპილში გაიმარჯვა, ამჯერად, მან ანანდის უხეში შეცდომა გამოიყენა. მე-60 სვლაზე, ინდოელს პაიკი b4-ზე უნდა გადაეყვანა, რაც გარანტირებულად ყაიმს მოუტანდა, მაგრამ ანანდმა ეტლი
ორი უჯრით მარცხნივ გასწია. შედეგად, ჩემპიონმა არა მხოლოდ ტემპი დაკარგა, არამედ, პრაქტიკულად სვლა გამოტოვა, რასაც მაშინვე მარცხი მოყვა.

დიდოსტატები დღეს მიუსხდებიან დაფას. იწყება მატჩის მეორე ნაწილი და თეთრი ფიგურები კვლავ ანანდს ექნება. შეხვედრა იქამდე გაგრძელდება, სანამ, ერთ-ერთი მოჭადრაკე არ დააგროვებს 6.5 ქულას. ამ სიტუაციაში, ანანდის მდგომარეობა თითქმის უიმედოდ მოსჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანანდი VS კარლსენი: ჩენაიში მშვიდობაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული