მამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 2:4 დამარცხდა.

ბოლო ორ მატჩში „ბარსას“ მარცხისა და წვიმის გამო სტადიონი არ გაივსო. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირტესობას. მამარდაშვილმა ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, შემდეგ ჩინებული პასით პეტერი ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შუა პირველ ტაიმში „ღამურების“ მცველებმა კარის წინ ფერმინი უმეთვალყურეოდ დატოვეს, რომელმაც თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე დურომ ტერ შტეგენის უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ბურთის ფლობა 82/18 იყო და ამ დროს სტუმრებმა
წინ გასვლა მოახერხეს - მამარდაშვილმა პეტერს ისევ კარგი პასი გაუკეთა, ის არაუხომ წააქცია და პენალტი პეპელუმ გამოიყენა. აქედან მოყოლებული, კატალონიელები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ კანსელუს დარტყმული ბურთი მოიგერია, მერე ბურთი მისი კარის ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ქართველმა მცველის მიერ უკან გაკეთებული პასისას შეცდომა დაუშვა, საჯარიმოს გარეთ ბურთი იამალისგან ხელზე მოხვდა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააძევა. მწვრთნელმა ბარახამ ალმეიდა მეკარე დომენეკით შეცვალა და პირველი ტაიმიც დასრულდა. წითელი ბარათის მიღებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ქულა ჰქონდა.

მეორე ტაიმში ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა (მეორე გოლისას დომენეკი გამოსვლაზე შეცდა) და „ბარსამ“ გაიმარჯვა.

„ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა და 5 მაისს „ალავესს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრას მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. 73 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „ბარსელონა“ კი 4 მაისს უახლოეს მდევარ „ჟირონას“ გასვლაზე დაუპირისპირდება.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 30 167 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია 4:2
გოლები: 1:0 ფერმინი (22), 1:1 დურო (27), 1:2 პეპელუ (38, პენ), 2:2 ლევანდოვსკი (49), 3:2 ლევანდოვსკი (82), 4:2 ლევანდოვსკი (90+3)
გაძევება: მამარდაშვილი (45+4, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 15 /
არაუშავს გიორგი. ცუდი მხოლოდ ისაა რომ შემდეგ თამაშში გუნდს ვერ დაეხმარება
დავით 67
16:51 30-04-2024
0
ნეტავ ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდეს!!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული