ანანდი VS კარლსენი: ჩენაიში მშვიდობაა

AutoSharing Option
ჯერჯერობით მშვიდობიანად მიმდინარეობს ინდოეთის ქალაქ ჩენაიში საჩემპიონო შეხვედრა ინდოელ ვიშვანათან ანანდსა და ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს შორის. გუშინ გაიმართა მესამე პარტია, რომელშიც თეთრი ფიგურები სკანდინავიელ დიდოსტატს ჰქონდა.

პირველი ორი პარტიისგან განსხვავებით, როცა სვლების გამეორების შემდეგ მოჭადრაკეები ყაიმზე შეთანხმდნენ, ამჯერად მეტოქეები უფრო დიდხანს შეყოვნდნენ საჭადრაკო დაფასთან. კარლსენმა ვერ შეძლო დებიუტში უპირატესობის მოპოვება და გარკვეულ მომენტში, შავების პოზიცია უფრო პერსპექტიული ჩანდა, თუმცა შემდეგ ნორვეგიელმა დიდოსტატმა გაათანაბრა სიტუაცია და უარიც კი თქვა ანანდის მიერ შეთავაზებულ ყაიმზე.

საბოლოოდ, 51-ე სვლაზე მოჭადრაკეები დაზავდნენ და ანგარიში გახდა
1.5:1.5. მეოთხე პარტია დღეს გაიმართება. თეთრი ფიგურებით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანანდი ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული