თბილისის "დინამომ" გორის "დილას" მოუგო და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
9 მარტს, საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ. ესენია: თბილისის "დინამო", "სამტრედია", საჩხერის "ჩიხურა" და "ცხინვალი".

დღის ბოლო და მთავარი შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" შედგა, სადაც "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, გორში გამართული ამ გუნდების პირველი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც "ტორპედომ" "სამტრედიას" უმასპინძლა. ქუთათურებმა, რომლებსაც სტუმრად გამართულ
პირველ მატჩში ანგარიშით 1:2 ჰქონდათ წაგებული, სამტრედიელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს - საბოლოოდ 0:0.

დამაჯერებლად ჩაატარეს საპასუხო მატჩები საჩხერის "ჩიხურამ" და "ცხინვალმა".

"ჩიხურამ" ივანწმინდაში რუსთავის "მეტალურგს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე მუმლაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ევგენი ტროიანოვსკიმ (44-ე წუთი) გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში დენის დობროვოლსკიმ 59-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0.

"ვიტ ჯორჯიასა" და "ცხინვალის" საპასუხო დაპირისპირებაც, პირველის მსგავსად, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა (პირველი მატჩი 4:5, "ვიტ ჯორჯიას" სასარგებლოდ).

"მცხეთა პარკზე" გამართულ მატჩში დუბლი რატი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა (23-ე, 56-ე წუთები), თითო კი ბიძინა მახარობლიძემ (50) და ირაკლი ლექვთაძემ (70) გაიტანეს. "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 83-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა სალაპარაკო გახდა დინამოს მოგება, მოაცილეთ სკოლი მწვრთნელები დინამოს და დაეტყობა, სირცხვილია გოგიჩა დინამოს მწვრთნელი და გეგუჩაძე სახში
0
რაც ფეხბურტი გვაქ ის კომენტატ.
0

სიახლეები პოპულარული