"ტორპედომ" კაცნაკლულ თბილისის "დინამოს" ვერ მოუგო - "იბერია 1999"-მა და "დილამ" გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.

ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით - მეხუთეზე.

„დილამ“ „თელავს“ 1:0 სძლია, 27 ქულით
მეორე ადგილზე დამკვიდრდა და 10 მაისს “ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 11 მაისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ) 0:0
გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დილა 0:1
გოლი: ვაუტერი (78)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - იბერია 1999  0:3
გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 13 /
რო იძახი გორი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ამთავრებს ჩემპიონატს და ორი ეტაპის გავლა არაფერაო იცი რამდენი მიზეზი არსებობს რატოც ვერ იკავებს მესამე ადგილზე მეტს? ყოველ წელს რო გუნდს აკეთებ და მაინც სამეულში ხარ, ევრო თასებზე რო ორ ეტაპს გადიხარ ერთი წლის გუნდით ცოტაა? ან ვის უნახია გორის დილა ევრო თასებზე შერცხვენილა? დილაა ერთადერთი გუნდი საქართველოდან ვისაც ზედიზედ ორჯერ ევროპა ლიგის ფლეი ოფი აქვს ნათამაშები და კონფერენს ლიგა რო ყოფილიყო მაშინ ორჯერ ჯგუფში იქნებოდა. ისე დილას რო დინამოების და ტორპედოს ბიუჯეტი ქონდეს მაგათზე ბევრად კარგ შედეგს დადებდა.
fans
20:17 03-05-2024
1
უკრაინელმა მწვრთვნელმა დაშალა გორის "დილა", მაგრამ ვერაფერი დააკლო. აი, ბათუმში კი ჩაკლა ფეხბურთი!
ქედო საკოხია
16:20 03-05-2024
0

სიახლეები პოპულარული