"დილამ" "იბერია 1999"-ს 4:1 მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურში სამი მატჩი გაიმართა.

„დილამ“ სტუმრად „იბერია 1999“ 4:1 დაამარცხა და 31 ქულით გალიდერდა. „იბერია 1999“ 29 ქულით მეორე ადგილზეა.

„სამგურალმა“ სახლში 2:0 სძლია „გაგრას“, „სამტრედიასა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა კი 0:0 დასრულდა.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 - დილა 1:4
გოლები: 0:1 ვაუტერი (13, პენ), 0:2 რუხაძე (20), 0:3 ვაუტერი (35), 1:3 შ. ნონიკაშვილი (58, პენ), 1:4 შეყილაძე (90+7)
გამოუყენებელი პენალტი: გაგნიძე (35, დილა)

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - გაგრა 2:0
გოლები: 1:0 ფანცულაია (29), 2:0
ვერულიძე (39)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - დინამო (თბ) 0:0

ხვალ „თელავი“ „კოლხეთს“ უმასპინძლებს, „ტორპედო“ კი - ბათუმის „დინამოს“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვააა ბათუმის როგორ გვშურს გორელებს!!! დილა ყველგან ეძებს მთელ მსოფლიოში დაძრწიან ხეირიანი ფეხბურთელების და მწვრთნელებისთვის, ბათუმი კიდევ წამოკოტრიალებულა პლიაჟზე და მისჩერებია გორს, სულ არ ჭირდება შორს წასვლა!!! მგონი საბაზისო გუნდად ჰყავს გადაქცეული. ნეტა რომელს დაადგეს თვალი უკვე თუ მთელი გუნდი მიყავს მწვრთნელიანად....
rigiti
11:16 15-05-2024
0
ოქრიაშვილზე დაწეროთ იქნებ. რატომ აღარ თამაშობს
გ.ხ.
08:02 15-05-2024
1

სიახლეები პოპულარული