გოლი და საგოლე პასი - შეცვლაზე შესულმა კაკაბაძემ "კრაკოვიას" თამაში შემოატრიალებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში "კრაკოვიამ" სახლში 2:1 სძლია "სტალს" და გამარჯვებაში დიდი წვლილი ოთარ კაკაბაძემ შეიტანა.

კაკაბაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე მისი პასით პატრიკ მაკუჩმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ოთარის ანგარიშზე 18 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

კრაკოვული გუნდი 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და 25 თებერვალს სტუმრად "პიასტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო ოთო!! კარგი იყო.
მირო
17:40 18-02-2023
0
იმედია აწი მაინც იქნება ძირითადში.
რრრ
14:45 18-02-2023
0

სიახლეები პოპულარული