ანჩელოტიმ დაადასტურა - არდა გულერი "რეალში" დარჩება

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე "სოსიედადი" არდა გულერის გოლით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თურქი ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც "ბლანკოსის" რიგებში ითამაშებს.

"არდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება და ეჭვგარეშეა, რომ მომავალ სეზონში აქ იქნება. მას შეეძლო უფრო ადრე დაეწყო თამაში, რადგან ვარჯიშზე თავს კარგად იჩენს. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ნელ-ნელა გაიგებს, რა როლი აქვს ამ გუნდში", - თქვა იტალიელმა.

მიმდინარე ლა ლიგაში 19 წლის გულერმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული