Mundo Deportivo: შეთანხმება შედგა, "ბარსელონა" მსოფლიო ჩემპიონს უფასოდ იმატებს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" გვიდო როდრიგესთან შეთანხმებას მიაღწია და 29 წლის არგენტინელი ნახევარმცველი მომავალი სეზონიდან "ბლაუგრანას" ფორმას მოიგებს.

ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბ "ბეტისთან" კონტრაქტი ეწურება და "ნოუ კამპზეც" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

როდრიგესი არგენტინის ნაკრების წევრია და 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც ირგუნა. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა "ბარსელონა" 6-იანის პოზიციაზე გაძლიერებას ეცდება და იოზუა კიმიხის ან მარტინ სუბიმენდის დამატებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული