ნახეთ როგორი ჩინებული გოლი გაიტანა კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში "კრაკოვიას" ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გამოიჩინა თავი.

ლკს-სთან სახლში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი დალაშქრა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მე-18 შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველის პირველი გატანილი გოლია.

კრაკოვული გუნდი 29 ქულით მე-12 ადგილზეა და 14 აპრილს ბილოსტოკში "იაგელონიას" დაუპირისპირდება.

კრაკოვი. "იოჟეფ პილსუდსკი"
კრაკოვია - ლკს 2:2
გოლები: 1:0 კალმანი (19), 1:1 რამირესი (73, პენ), 2:1 კაკაბაძე (77), 2:2 იურიჩი (86)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაკაბ ერთი ეგეთი ტენე რა თურქეთს!
სანიოლი
09:37 06-04-2024
0
მომწონს კაკაბაძე ძალიან. ყოჩაღ ოთარ ც
0

სიახლეები პოპულარული