საქართველოს 16 წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადის შემადგენლობა გაირკვა

AutoSharing Option
წლეულს, 12 დეკემბერს უნგრეთში 16 წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება.

შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ თანატოლთა შორის 2014 წლის ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსნები - ნინო ხომერიკი და გიორგი სიბაშვილი; ასევე, საქართველოს პირველობების გამარჯვებულები და პრიზიორები - ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია და ნიკა ცომაია.

ისინი დღეიდან საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაივლიან ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას, 13 დეკემბრიდან კი შეჯიბრებაში ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული