საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში იასპარეზა.

ჩვენი გუნდი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები მარტივად 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები კი ბექაურმა, თუშიშვილმა, შავდათუაშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და
ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

მკითხველის კომენტარები / 35 /
ე.ი. რახან ტასოევი სასწაულ ფორმაში იყო რა ვქნათ,შენი აზრით გამოსავალი გვითხარი.დაველოდოთ ტასოევი როდის დაკარგავს საწაულ ფორმას?თუ მხოლოდ იმათ ვეჭიდაოთ ვინც ფორმაში არ არი? Ეგ იმას მაგონებს ბავშვობაში რო ვიტყოდით ხოლმე უდარებს არა ვართო. Შენ თუ მართლა არა ექსპერტობ და ტელევიზორში არა გაქ შეხება სპორტთან ის მითხარი ტასოევი როდის არ იყო სასწაულ ფორმაში?საწაულ ფორმაში კი არა დღითიდღე რომ უმატებს ტასოევი მაგდენს უნდა ატყობდე.
Შავიმ ცალი თვალით იჭიდავაო და მგონი შენ უფრო წუწუნებ ვიდრე შავი.აბა შავდათუაშვილს ჰკითხე ამის გამო თუ წუწუნებს.
Დასკვნები რომ უნდა გამოიტანონ მაგას ყველა ხვდება და მაგას შენნაირი სპორტან კაგრად გარკვეული ადამიანი არა სჭირდება.
Ისე გირჩევ რახან ძიუდოს გულშემატკივრობა გადაწყვიტე ცოტა მეტი უყურე ამ სპორტს და წამიერადაც არ ,,მოდუნდე"თორე ექსპერტად არ გამოდგები.
dima-Ს
15:47 29-04-2024
1
Დიმკა გენაცვალე ძიუდო ყველაზე რთული სახეობააო.რომელია ადვილი სახეობა ერთი დამისახელე.რომელ სახეობაშია რომ წამიერად მოდუნების საშუალებას გაძლევს.იქნებ თქვა ჭადრაკიო,ჰაა?
Შენ კი მართლა ექსპერტობ და აშკარაა სპორტან შეხება ძველებური 12 ვოლტიანი,შავთეთრი ტელევიზორი რო იყო კორფუჯი მხოლოდ იმ ტელევიზორით გაქვს.
dima-Ს
15:33 29-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული