აზარტული პრეზიდენტი - ბარაკ ობამა ტოტალიზატორში თამაშობს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა, რომ ტოტალიზატორში თამაშობს და სისხლის სამართლის დევნის არ ეშინია.

The Late Show-ს ეთერში სტივენ კოლბერგთან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გულგრილი არ არის აზარტული თამაშების მიმართ:

"ყოველი სუპერბოულის შემდეგ, გამარჯვებულ გუნდს ვურეკავ და ვულოცავ მას. ხანდახან, დამარცხებულებთანაც ვრეკავ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათზე ფული მქონდა დადებული", - თქვა ობამამ.

როცა კოლბერმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ აშშ-ის თითქმის ყველა შტატში სპორტზე ფსონების ჩასვლა აკრძალულია, ობამამ უპასუხა: "მე პრეზიდენტი ვარ და საკუთარ თავს შევიწყალებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული