აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი მოიგო. 6 ივლისს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ამერიკელებმა წინა ტურნირის გამარჯვებულ იაპონიის ნაკრებს ანგარიშით 5:2 მოუგეს.

ეს აშშ-ის ქალთა ნაკრებისთვის მოგებული მესამე მუნდიალია ისტორიაში. მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გერმანიის ქალთა ნაკრები გახდა.

პრაქტიკულად, მატჩის ბედი უკვე მე-16 წუთისთვის იყო გადაწყვეტილი, როდესაც ანგარიში 4:0 იყო აშშ-ის ნაკრების სასარგებლოდ. გამარჯვებულთა რიგებში ჰეთ-თრიქი კარლი ლოიდმა შეასრულა, რომელიც გერმანელ სელია სასიჩთან ერთად ტურნირის ბომბარდირი გახდა (6-6 გოლი).

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თანამემამულეებს გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა: "ეს ამერიკის
ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებაა! დიდებულად ითამაშა კარლი ლოიდმა! ქვეყანა ამაყობს თქვენით! მოგებულ ჯილდოსთან ერთად გელოდებით თეთრ სახლში", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული