უკანასკნელი შანსი - როგორი იქნება "რომასთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 34-ე ტურში "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეხუთე ადგილზეა. ნეაპოლური გუნდი დედაქალაქელებს 9 ქულით ჩამორჩება, რაც ცოტა არაა, თუმცა ვიდრე თეორიული შანსი არსებობს, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მით უმეტეს, დარჩენილ 5 ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თანაც, არაა გამორიცხული, იტალია ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 6 გუნდით იყოს წარმოდგენილი.

"ემპოლისთან" წაგებულ მატჩში "ნაპოლის" ფეხბურთელებს სწორედ ბრძოლის უნარი დაუწუნეს და აღინიშნა, რომ თამაშის სურვილი არ აქვთ. შეხვედრისადმი ინტერესი უდიდესია, სტადიონზე ანშლაგია მოსალოდნელი, ვნახავთ, რამდენად არიან ფრანჩესკო კალცონას შეგირდები "ჯალოროსისთან"
დასაპირისპირებლად მზად და ისევ დააღალატებს თუ არა გუნდს დეფექტური დაცვა.

როგორც იტყობინებიან, პიოტრ ზილენსიმ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს, ხოლო მატიას ოლივეირა გამოჯანმრთელდა და განაცხადში იქნება. "კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "დიეგო მარადონაზე" მთავარი მოქმედი პირები ხვიჩა კვარაცხელია და პაულო დიბალა იქნებიან და საინტერესოა, რომელი წარმოაჩენს უკეთ თავს.

calcionapoli24-ის მტკიცებით, "ნაპოლი" შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს თამაშს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

შეგახსენებთ, პირველ წრეში "რომამ" "ნაპოლი" 2:0 დაამარცხა. დღეს მატჩი "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
"ნაპოლმა" ფეხბურთზე ყურება შემაზარა.
xuta
13:43 28-04-2024
1
სურვილი!სურვილი დიდი ხანია დაკარგეს.შეიძლება მხოლოდ საკუთარი სულისათვის ითამაშონ.მაგრამ შინაგანად უკვე დაშლილი გუნდი,მოტივირებულ რომასთან გააწყობს რამეს?ჩხუბმა და საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამ,ერთხელ ცოტა ხნით,პატარა შედეგი გამოიღო.მეორედ ამის გაკეთებას,უმნიშვნელო ეფექტი ექნებოდა.ნიშანდობლივია,რომ შეკრებას დე ლაურენტისი არ დაესწრო.რომ მისულიყო,შესაძლოა ფეხბურთელებს ხმა ამოეღოთ და სკანდალამდე მისულიყო საქმე.ფეხბურთელებს ხომ პირველ რიგში,მასთან აქვთ სასაყვედურო.კალცონამ ფეხბურთელებს,ფეოლასავით უნდა უთხრას:ბიჭებო,მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ.ითამაშეთ ასე,ნელა,ნელა და რაღაცა გამოვა.კარგია ოლიმპიური სისტემა,წააგე?წადი!
იქნებ მართლაც გამოვიდეს რამე.
სოსო
08:14 28-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული