მძლეოსნობა: რენოს მორიგი ექვსიანი

AutoSharing Option
ფრანგმა ჭოკით მხტომელმა რენო ლავილენიმ 2015 წლის სეზონში პირველი ექვსმეტრიანი ნახტომი შეასრულა. ეს მოხდა საფრანგეთის ქალაქ ნევერში გამართულ საშინაო ტურნირზე.

დარბაზებისთვის მსოფლიოს რეკორდის მფლობელმა თავდაპირველად სეზონში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 6.01 მეტრი, ამის შემდეგ კი თავისსავე რეკორდს შეუტია, მაგრამ 28 წლის მძლეოსანმა ეს სიმაღლე ვერ დაძლია.

"წარმატებული საღამო მქონდა. ვერ შევძელი მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარება, მაგრამ რამდენიმე კარგი ცდა შევასრულე. ვგრძნობ, შემიძლია ამის გაკეთება. იგივე ჭოკი გამოვიყენე, რომლითაც რეკორდი დავამყარე. ეს კარგის ნიშანია", - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ რენო ლავილენიმ
2014 წელს დონეცკში დაამხო სერგეი ბუბკას რეკორდი დარბაზებისთვის, რომელიც 6.16 მეტრს უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული