ძალიან ახლოს ბუბკას რეკორდთან

AutoSharing Option
ჭოკით ხტომაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა რენო ლავილენიმ პოლონეთში გამართულ ტურნირზე ისტორიაში მეორე შედეგი აჩვენა და 7 სანტიმეტრი დააკლდა ლეგენდარული უკრაინელის სერგეი ბუბკას რეკორდამდე.

შაბათს, 27 წლის ფრანგმა დაძლია 6.08 მეტრი. მძლეოსნობის ისტორიაში, უფრო მაღალი შედეგი ბუბკას აქვს ნაჩვენები. დარბაზებისთვის მისი რეკორდი 6.15 მეტრს უდრის და ის 1993 წელს არის დამყარებული. სხვათა შორის, ლავილენიმ სცადა პოლონეთის ტურნირზე რეკორდის დამყარება, მაგრამ 6.16-ზე სამივე ცდა წარუმატებელი გამოდგა.

15 თებერვალს, ლავილენი გამოვა დონეცკის ტურნირზე, სადაც 21 წლის წინ, ბუბკამ საკუთარი რეკორდი დაამყარა.

* * *
გასულ უქმეებზე, მძლეოსნობაში დარბაზებისთვის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. გერმანიის ქალაქ კარლსრუეში, 1500 მეტრ დისტანციაზე ქალებს შორის სირბილში გაიმარჯვა ეთიოპიელმა გენზებე დიბაბამ. მისი დრო - 3 წუთი და 55.17 წამი მსოფლიოს ახალი რეკორდია. წინა რეკორდი რუს ელენა სობოლევას ეკუთვნოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული