მძლეოსნობა: პრეზიდენტის მემკვიდრეები

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლამინ დიაკმა საკუთარ თანამდებობაზე ღირსეულ მემკვიდრეებად დაასახელა უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა და 1500 მეტრზე რბენაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი სებასტიან კოე, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

დიაკი 16 წელია ხელმძღვანელობს მძლეოსნობის ფედერაციას და აგვისტოში დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას.

"უკვე დიდი ხანია დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ორი პოტენციური კანდიდატი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ იზრუნონ სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე. თითოეული მათგანი შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება. მხედველობაში მყავს სერგეი ბუბკა და სებასტიან კოე. ჩვენ ისღა
დაგვრჩენია, აგვისტოში პეკინში დემოკრატიული არჩევნებით გავარკვიოთ, ვინ გახდება ჩემი მემკვიდრე", - განაცხადა დიაკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული