რენო ლავილენის მორიგი ექვსიანი

AutoSharing Option
ამ დღეებში პრაღაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის და კვლავ ადასტურებს ახალ სეზონში თავის კარგ ფორმას ფრანგი ჭოკით მხტომელი რენო ლავილენი. მან ჩეხეთის დედაქალაქში წლის საუკეთესო შედეგი აჩვენა, როცა მეორე ცდიდან აიღო 6 მეტრი და 4 სანტიმეტრი სიმაღლე. ეს ნახტომი ფრანგმა უკვე ევროპის ჩემპიონის რანგში შეასრულა.

ტიტული რენომ ორი ცდის შემდეგ გაინაღდა. ჯერ 5 მეტრი და 75 სანტიმეტრი დაძლია, შემდეგ - 5 მეტრი და 90 სანტიმეტრი და ეს საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ყველაზე ახლოს ფრანგთან რუსი ალექსანდრ გრიპიჩი აღმოჩნდა, რომლის საბოლოო შედეგი
5.85 მეტრი იყო.

მას შემდეგ, რაც შეჯიბრება დასრულებული იყო, ლავილენიმ 6 მეტრი და 4 სანტიმერი შეუკვეთა და ის მეორე ცდაზე დაძლია, შემდეგ კი სამჯერ მიიტანა იერიში მსოფლიოს რეკორდზე (6.17 მეტრი), მაგრამ ეს სიმაღლე ვერ აიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული