რალი: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
დაიწყო კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლის პირველ ეტაპს მონტე კარლომ უმასპინძლა. მოგებით დაიწყო სეზონი ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ, რომელიც კვლავ "ფოლკსვაგენის" ავტომობილით გამოდის.

ბოლო დღის წინ ოჟიეს უპირატესობა უახლოეს მდევართან 43 წამს შეადგენდა. საბოლოო ოქმში კი სხვაობა კიდევ უფრო მეტი - 58 წამი იყო.

მეორე და მესამე ადგილებზე ასევე "ფოლკსვაგენის" წევრები გავიდნენ. მეორე იყო ფინელი იარი-მატი ლატვალა, მესამე - ნორვეგიელი ანდრეას მიკელსენი.

ოჟიეს ეს გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე გამოდიოდა ლეგენდარული ფრანგი, კლასიკურ
რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, რომელიც ერთი რბოლისთვის დაუბრუნდა მშობლიურ სერიას. "სიტროენით" მოასპარეზე ლოები კარგა ხანი ლიდერობდა, მაგრამ ერთ-ერთ სპეცმონაკვეთზე შეცდომა დაუშვა, ბევრი დრო დაკარგა და ათეულშიც ვერ მოხვდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი 12-15 თებერვალს, შვედეთში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული