რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს მესამე ტიტული

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი თანდათან კარგავს აზრს. გასულ უქმეებზე გაიმართა მორიგი ეტაპი - პოლონეთის რალი, რომელზეც სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა "ფოლკსვაგენის" პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ და ძალიან მიუახლოვდა ზედიზედ მესამე ტიტულს.

ფრანგმა უკვე პარასკევს ჩაიგდო ხელთ ლიდერობა და თანდათან შორდებოდა თანაგუნდელსა და მთავარ კონკურენტს ანდრეას მიკელსენს. ოჟიე პოლონეთში შესანიშნავ ფორმაში იყო და ბოლო სპეცმონაკვეთიც მოიგო, რითაც ეტაპზე ქულების მაქსიმუმი მოიპოვა.

ოჟიემ პოლონეთის რალი მიკელსენზე 12-წამიანი უპირატესობით დაასრულა. "ფოლკსვაგენის" მესამე წევრი იარი-მატი ლატვალა, რომელიც ესტონელ ოდ ტანაკს მესამე ადგილისთვის
ებრძოდა, ზედმეტად აქტიური იყო და ხეს შეეჯახა, რამაც რადიატორის დაზიანება გამოიწვია. შესაბამისად, ესტონელი მესამეზე გავიდა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ოჟიე უკვე 78 ქულით უსწრებს მიკელსენს.

მომდევნო ეტაპი აგვისტოში ფინეთში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული