"რეალმა" "სოსიედადს" გიულერის გოლით მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში „რეალმა“ გასვლაზე „სოსიედადს“ 1:0 სძლია. გოლი 19 წლის არდა გიულერმა გაიტანა.

„სამეფო გუნდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია - 13 მოგება და 5 ფრე.

„რეალი“ 84 ქულით ლიდერია და 30 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სოსიედადი“ კი 51 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 4 მაისს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს.

სან-სებასტიანი. „რეალ არენა“

სოსიედადი - რეალი 0:1
გოლი: გიულერი (29)

alt"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას ვინღა დაიჭერს ….მაინც დამაინც ახლა მოირჩინა ტრამვა..
მდაა
02:16 27-04-2024
3

სიახლეები პოპულარული