ანტონიო რიუდიგერი: მბაპეს გავანადგურებ

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა ანტონიო რიუდიგერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან შესაძლო დაპირისპირებაზე Carré-სთან ინტერვიუში გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"თუ მბაპეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდები, მის გუნდს დავამარცხებთ. თუ შეეცდება გამცდეს, გავანადგურებ.

კარგია თუ არა, რომ "რეალში" გადმოდის? ვინ თქვა, რომ გადმოდის? ეს ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. გამორჩეული ფეხბურთელია, მსოფლიოს ჩემპიონატი 18 წლისამ მოიგო. ეს უკვე განსაკუთრებულს ხდის. ვფიქრობ, შეუძლია საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, მაგრამ ჯერ არ არის. ჩემი აზრით, საუკეთესო ზიდანია".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტიპი ყველა თამაშში გასაგდებია, რამოსს ბაძავს მაგრამ ტვინი არ ყოფნის.
2
ჯერ გადახტი ანტონიო...ალბათ არ იცის რაოდენ რთულია გერმანულ კლუბთან ნახევარფინალის თამაში.არადა თავად გერმანელია...ასე გამოკვეთილად ჩანდა მაშინაც(თუ სწორად მახსოვს 2013-ში) თითქოს რეალი-ბარსას ფინალი,მაგრამ დორტმუნდი-ბაიერნის ფინალი გამოხტა...
Master
21:32 30-04-2024
5

სიახლეები პოპულარული