ოფიციალურად: ტუხელი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს.

როგორც მან განაცხადა, თანამშრომლობის გაგრძელებაზე "რეკორდმაისტერის" უფროსობასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, მიზეზების ახსნა კი არ სურს. 

"ბაიერნი" ბუნდესლიგის ბოლო ტურში 18 მაისს გასვლაზე "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება, რაც მიუნხენური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ტუხელისთვის ბოლო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული