"კრემონეზე" "ვენეციასთან" დამარცხდა - ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
სერია B-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა
Sofascore-მ 6.7 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.4-ით.

კრემონული გუნდი 60 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ მაისს „პიზას“ უმასპინძლებს.

ვენეცია. „პიერლუიჯი პენცო“
ვენეცია - კრემონეზე 2:1
გოლები: 0:1 ვასკესი (24), 1:1 გიუტკერი (48), 2:1 ბიარკასონი (76)

altლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - გელაშვილი სათადარიგო იყო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი პერიოდი რა კარგად მიდიოდნენ.მეგონა სერია აში დაბრუნება,მხოლოდ დროის საკითხი იქნებოდა.
სოსო
08:29 27-04-2024
0

სიახლეები პოპულარული