ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა "მანკუნიანელების" ნახევარმცველი კაზემირო მკაცრად გააკრიტიკა.
"კაზემირო გამოცდილი ფეხბურთელია და უნდა გააცნობიეროს, რომ მაღალ დონეზე მხოლოდ სამი თამაში აქვს ჩასატარებელი, ორი მატჩი ჩემპიონატში, ერთი კი ინგლისის თასის ფინალში. ამის შემდეგ კარიერა საუდის არაბეთში ან MLS-ში უნდა გააგრძელოს.
სერიოზულად ვამბობ, მისმა აგენტმა უნდა უთხრას, რომ ეს საკმარისია და "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.
ის ევროპაში წლების განმავლობაში დომინირებდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო,
როცა კარიერას ვასრულებდი, ჩემს თავს ვუთხარი - დატოვე ფეხბურთი, სანამ ფეხბურთი თავად დაგტოვებს. ეს კაზემირომაც უნდა გაიაზროს", - განაცხადა კარაგერმა.