შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "უნიკახასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებასთან. პირველად 2022 წელს გაიმარჯვა, მეორედ 2024 წლის 28 აპრილს ითამაშა ფინალი, . მისი "ტენერიფე" "უნიკახას" დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 80:75 დამარცხდა. მალაგელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. შერმადინის ანგარიშზე 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო იყო.

"უნიკახას" გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა. მალაგელებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს. გამოცდილმა ნიჰად
დედოვიჩმა 5-დან 4 სამიანი გამოიყენა, რითაც მალაგელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეგობრებო, ლიგა ენდესას წლის კალათბურთელის დადგენის გამოკითხვაში, გიო შერმადინი ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ოსეტკოვსკის, იმიტომ ,რომ არა აქვს ჩვენი სათანადო მხარდაჭერა. აბა მხარში ამოვუდგეთ სანამ დროა.
lugu123@walla.co.il
14:36 02-05-2024
0
არც ფინალისტობაა ცუდი.ყოველთვის ვერ მოიგებ!ძალიან ცოტა დააკლდათ.
სოსო
07:46 29-04-2024
0

სიახლეები პოპულარული