გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის იანვრის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის დიდი აღიარება.

"მორაბანკ ანდორას" ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ევროპის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ლიგაში, სადაც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ბასკონია" და ამ გუნდებში გაბნეული მსოფლიო დონის კალათბურთელები თამაშობენ, იანვრის თვის საუკეთესოდ ქართველი ცენტრი დაასახელეს.

გიორგი შერმადინისთვის 2017 წლის პირველი თვე მართლაც გამორჩეული იყო. ქართველმა ცენტრმა იანვარში 4 შეხვედრა ჩაატარა - მადრიდის "რეალთან" 35 წუთში 21 ქულა, 15 მოხსნა, 1 ჩაჭრა დააგროვა. შემდეგ იყო "ბეტისთან" შეხვედრა, რომელშიც შერმადინმა 26 წუთში 22
ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. ამას მოჰყვა გამარჯვება "გრან კანარიასთან" - გიორგიმ კი 24 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა გუნდს, ხოლო იანვრის თვე "ჟუვენტუდთან" მარცხით დასრულდა, სადაც ქართველი ისეთი შთამბეჭდავი ვეღარ იყო, თუმცა თანაგუნდელებს შორის მაინც საუკეთესო გახლდათ: 23 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება.

ამ 4 მატჩში შერმადინი საშუალოდ 18 ქულას და 9 მოხსნას აგროვებდა. გადამწყვეტი კი მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოდგა. ეს მაჩვენებელი "ანდორას" ქართველ ლეგიონერს იანვრის თვეში საშუალოდ 27,8 ჰქონდა. შერმადინს იანვრის თვეში ორჯერ ჰქონდა ტურის საუკეთესო შედეგი და ერთხელ საუკეთესოდ დაასახელეს, ერთხელაც მას ამაში "ანდორას" მარცხმა შეუშალა ხელი.

- გიორგი შერმადინმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე ვამბობ - რომ შერმადინის შრომისმოყვარეობა- სამაგალითოა-

ეს უშენოდაც კარგად ვიცით და

ვისწავლოთ მისგან შრომისმოყვარეობა ყველამ!

ეს ფრაზა რაღა შუაშია გაგებულო, თან ძახილის ნიშანიც რომ მიუწერე? :))
ქუთაისელი-s
15:38 01-02-2017
0
რა შუაშია შაშიაშვილი, და ტრაფარეტები? მე ვამბობ - რომ შერმადინის შრომისმოყვარეობა- სამაგალითოა, და თუ არ გესმის - გაიარე ... რა!
ქუთაისელი => გაუგებარ არსებას
15:25 01-02-2017
0

სიახლეები პოპულარული