"ოქროს ბურთის" გამოკითხვა: რონალდომ მეტოქეები დაჩაგრა

AutoSharing Option
173-მა ჟურნალისტმა მიიღო "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში მონაწილეობა.

რეალურად, რონალდოსა და ლეო მესის შორის ბრძოლა არც ყოფილა - პორტუგალიელმა ორჯერ და კიდევ მეტი ხმა მიიღო - რონალდოს 745 ქულა დაუგროვდა, 429 ხმით მეტი, ვიდრე ლიონელ მესის. ანტუან გრიზმანი მესამეზე გავიდა 198 ხმით. ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც ინგლისელ ჯეიმი ვარდის დაუწერა პირველი ადგილი (და შესაბამისად, 5 ქულა), ოკეანეთის ვანუატუს წარმომადგენელია.

სხვათა შორის, ნომინანტებიდან სამმა: ტონი კროოსმა, ლუკა მოდრიჩმა და დიმიტრი პაიემ მხოლოდ თითო ქულა მიიღო, ხოლო კევინ დე ბრუინს, უგო ლორისს, სერხიო რამოსს,
ანდრეს ინიესტას, სერხიო აგუეროსა და მანუელ ნოიერს ერთი ხმაც არ რგებიათ. შეგახსენებთ, რომ "შორტლისტში" 30 ნომინანტი იყო დასახელებული და ჟურნალისტებს იქიდან უნდა შეერჩიათ საუკეთესოები.

* * *
ბრიტანულმა "მირორმა" ფანების გამოკითხვა შემოგვთავაზა, რამდენად დაიმსახურა კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთი". ფანების უმრავლესობა ჟურნალისტების მოსაზრებას იზიარებს - 80%-ის პასუხი დადებითი იყო.

* * *
კრიშტიანო რონალდომ "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო "ნაიკისგან" - სპეციალური ბუცები ამ მოვლენის აღსანიშნავად.

მსოფლიოში სულ 777 წყვილი გამოვა ამ ბუცების, რომლებიც ძირითადად თეთრია, ძირები კი "მოოქროვილია". "ნაიკმა" ამ ბუცებს "ვიტორიასი" (ანუ "გამარჯვებები") უწოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული