დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ "ატლეტიკოს" შემტევის, ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა.

ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, ფრანგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ვფიქრობ, გრიზმანი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზოგმა შეიძლება პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გაიყვანოს, თუმცა ნამდვილად საუკეთესოთა შორისაა. ის არის მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია", - განაცხადა დელ პიერომ CBS Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გრიზმანმა მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altგრიზმანი: "ბარსელონაში" გადასვლით დიდი შეცდომა

დავუშვი

altერთი გოლი საუკეთესოობამდე - გრიზმანი ლუის არაგონესს გაუთანაბრდა

altსიმეონემ განმარტა, რატომ არ ჩამოართვა კლოპს ხელი და გრიზმანის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული