რონალდო არასპორტული საქციელის გამო გააძევეს - მსაჯი პორტუგალიელის მუშტს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში "ალ აჰლიმ" "ალ ნასრი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 61-ე წუთზე ალ დავსარიმ გახსნა. 11 წუთში მალკომმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

86-ე წუთზე "ალ ნასრის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო მსაჯმა არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევა - მას შემდეგ, რაც არბიტრმა პორტუგალიელს წითელი ბარათი უჩვენა, 39 წლის სუპერვარსკვლავმა ემოციების შეკავება ვერ მოახერხა.

90+9 წუთზე მანემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში "ალ ნასრმა" მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ალ ჰილალი" სუპერთასის ფინალში "ალ იტიჰადს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 11 აპრილს, თბილისის დროით
21:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაძევებას ვინ ჩივის, გაროზგვას გადარჩა :))
ჯეჯე
12:21 12-04-2024
0
კაცოოუ, რონალდუს რო არეული აქვს რამსები, ეგ იმის მერე ვიცით რაც მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მაგრამ თქვენ რაღა გჭირთ ? თუ ალ აჰლიმ მოუგო ალ ნასრის და ფინალში გავიდა, იქ ალ ჰილალი და ალ იტიჰადი როგორღა ხვდებიან ერთმანეთსა ჰაა ???
კორბენა
13:10 09-04-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული