ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 2 აგვისტო

AutoSharing Option
13:03 "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა ედინ ჯეკომ საკუთარ "ტვიტერზე" ჯერ დაწერა "რომაში" გადასვლის შესახებ, შემდეგ წაშალა შეტყობინება.

13:08 ფორვარდი რობერტო სოლდადო პრიმერაში ბრუნდება - ის "ტოტენჰემიდან" "ვილიარეალში" გადადის.

13:21 აქსელ ვიტსელი პირველი კანდიდატია "იუვენტუსში" სამი ხედირას შესაცვლელად. გერმანელი ერთი თვით არის დამტვრეული. კიდევ ერთი პრეტენდენტია - ფრედი გუარინი "ინტერიდან".

13:24 იან მვილა "სანდერლენდში" წავიდა დიკ ადვოკაატთან. ფრანგი ნახევარმცველი დღეს გაივლის ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას.

13:43 "ლიონი" ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდება არა მხოლოდ მატიო ვალბუენათი, არამედ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველით, რაფაელით. ფრანგები ბრაზილიელ ტყუპისცალში
9 მილიონ ევროს იხდიან.

13:45 "დორტმუნდის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ სვენ ბენდერი არ იყიდება არც "ტოტენჰემში" და არც სხვა რომელიმე კლუბში.

13:53 "მინდა კლუბში დარჩენა, მაგრამ ხელმძღვანელობას ჩემი წასვლა სურს. ყველაფერი მარტივია", - განაცხადა პსჟ-ის ჰოლანდიელმა მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა.

13:55 ფერნანდო ლორენტე კვლავაც ახალ კლუბს ეძებს. ერთი თვის წინ წერდნენ "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ინტერესზე, ახლა კი პრეტენდენტებში სახელდებიან "სევილია", "სტოკ სიტი" და "კრისტალ პალასი".

13:58 La Parisien-ი იუწყება, რომ ანხელ დი მარია თვითმფრინავში ჩაჯდა და პარიზში გაემგზავრა პსჟ-სთან კონტრაქტის გასაფორმებლად. არგენტინელი უახლოეს საათებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

14:16 ორი ამბავი "სანდერლენდთან" დაკავშირებით: ამ გუნდის ინტერესთა სიაში არიან "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი მუსა სოუ (21 მილიონი ევრო) და ბრაზილიელი ალეშანდრე პატო.

14:24 არგენტინული Varsky Sports-ის "ტვიტერი" წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ანხელ დი მარიას მეორე არგენტინელით - ნიკოლას გაიტანით შეცვლის.

14:39 დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონა" პედრო როდრიგესში აღებული ფულით ცენტრალურ მცველს შეიძენს. დაცვის გაძლიერების ვარიანტებია - აიდენ აბდენური "მონაკოდან" და იან ვერტონგენი "ტოტენჰემიდან".

15:00 "ნაპოლიმ" 5 მილიონი ევრო გადაიხადა "ემპოლის" მარჯვენა მცველ ელსეიდ ჰისაიში. ალბანელი ფეხბურთელი 21 წლისაა.

15:03 პსჟ საყრდენ ნახევარმცველს ეძებს. პარიზიდან წინადადებები გაიგზავნა ტონი კროოსის, სერხიო ბუსკეტსის, ხავი მარტინესისა და ჩაბი ალონსოს თაობაზე.

15:39 დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ფაბრისიო კოლოჩინი "ნიუკასლში" დარჩება.

15:57 როგორც "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი ჰამზა ჰამზაოგლუ ამბობს, ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფელიპე მელოს იტალიაში დაბრუნება უნდა, მაგრამ ჯერ ნაადრევია ლაპარაკი მილანის "ინტერთან" კონტრაქტის გაფორმებაზე.

16:09 დიმიტარ ბერბატოვი შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ბულგარელს "ასტონ ვილა" ეპატიჟება.

16:22 "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი კლუბთან ახალ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი კვირაში 170 ათას ევროს მიიღებს.

16:57 ლისაბონის "სპორტინგის" საყრდენი ვილიამ კარვალიო, შესაძლოა, "რეალში" გადავიდეს.

17:17 "იუვენტუსი" ახლოსაა "ჰამბურგის" მცველის, ჰაიკო ვესტერმანის ტრანსფერთან. გერმანელმა უნდა შეცვალოს ტრავმირებული კიელინი და ბარძალი.

17:28 საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბენუა პედრეტი "ნანსიში" გადავიდა. ეს ფეხბურთელი ორი წელი "აიაჩოში" თამაშობდა.

18:29 "შალკედან" გაშვებულ კევინ-პრინს ბოატენგს პორტუგალიის ვარიანტი გამოუჩნდა. კერძოდ, ლაპარაკია "სპორტინგზე".

18:56 "ატალანტას" მცველი იოან ბენულანი "ლესტერში" გადავიდა. მას არ სურდა იტალიის დატოვება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მოეწონა 8 მილიონი ევრო.

19:54 "საუთჰემპტონმა" "სელტიკს" 11-მილიონიანი წინადადებით მიმართა. ინგლისელებს ჰოლანდიელი მცველის, ვირჯილ ვან დეიკის შეძენა სურთ.

20:40 "სანდერლენდი" ისევ ყურადღების ცენტრშია. იქ "ქუინზ პარკიდან" გადადის ლეროი ფერი. ერთი წლის წინ ლონდონელებმა მასში 11 მილიონი ევრო გაიღეს, "სანდერლენდი" გაცილებით ნაკლებს გადაიხდის.

20:51 "ბარსელონა" თანახმაა, "ლივერპულში" გაუშვას ახალგაზრდა ადამა ტრაორე, მაგრამ მის ნაცვლად ფილიპე კოუტინიოს ითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული