"მსურს კარიერა საუკეთესო ფორმაში მყოფმა დავასრულო" - კროოსმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ლაიფციგი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

"ბლანკოსის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მატჩისწინა ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

"გავახანგრძლივებ თუ არა "რეალთან" კონტრაქტს კიდევ 1 წლით? არ ვიცი. ჯერჯერობით მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია. მახარებს ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებსა და მწვრთნელებს ჩემი დარჩენა სურთ, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.

მსურს, რომ კარიერა საუკეთესო ფორმაში მყოფმა დავასრულო, თუმცა არ ვიცი, ეს როდის მოხდება.

გერმანიის ნაკრებში დაბრუნება? კარგი
იქნებოდა, მაგრამ ჯერ საკლუბო კარიერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - განაცხადა კროოსმა.

შეგახსენებთ, გერმანელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. "რეალის" მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კი მისი კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურს.

altტონი კროოსი შესაძლოა, გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს

alt"სირცხვილია!" - კროოსი ვეიგას მიერ "ნაპოლისთვის" უარის თქმას და მის "ალ აჰლიში" ტრანსფერს გამოეხმაურა

altკროოსი "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ანჩელოტიმ თქვა, რომ ის კარიერას "სამეფო გუნდში" დაასრულებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული