"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, MLS-დან შეთავაზება მიიღო, თუმცა ფეხბურთის თამაში აღარ სურდა.

"MLS-იდან შემოთავაზება მივიღე. ჩემს მეგობარ კრისტიან ბენტეკეს ვეხუმრე კიდეც, რომ "ვაშინგტონში" გადავიდოდი და საგოლე პასებით მოვამარაგებდი, თუმცა არ გავრისკე.

სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაში აღარ მინდა. კარიერის გაგრძელების სურვილი რომ მქონოდა, პრობლემა არ იქნებოდა... ფულის გამო თამაშს არ ვაპირებ, უბრალოდ, სურვილი დავკარგე", - განაცხადა აზარმა Goal-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, აზარმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის ოქტომბრის თვეში განაცხადა. ბელგიელის უკანასკნელი კლუბი
მადრიდის "რეალი" იყო. აზარი "სამეფო კლუბს" "ჩელსიდან", 2019 წელს შეუერთდა. ედენმა "თეთრებში" ყველა ტურნირზე ჯამში 76 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altაზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული